21 მარტს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

“21 მარტს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,”- ეს განცხადება ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას გააკეთა.

“ის დრო დასრულდა, როცა განსხვავებული აზრი იდევნებოდა. აქციის გამართვის უფლება აქვს ყველას. განსახვავებული აზრის გამო არავის გადევნიან. ის დრო დასრულდა, როცა განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ხელკეტებით სცემდნენ, ოჯახებს უწიოკებდნენ და ციხეში აუპატიურებდნენ. მინდა, ვუთხრა ნაციონალურ მოძრაობას, რომ ეს დრო აღარასდროს დაბრუნდება,” – აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ უვარგისი ხორცის გამო, გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
შემდეგი სტატიაგენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი