“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა არის მართლაც ფასდაუდებელი”

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ ხალხს და განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა .
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე განუცხადა, ეს არის დიდი დღე, რადგან ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დღე. პრემიერის თქმით, ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის.
“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა არის მართლაც ფასდაუდებელი. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ამერიკას, ამერიკის მთავრობებს, რომლებმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართველ ხალხს და საქართველოს და ეს დახმარება გრძელდება. მე მართლაც ვარ ამაყი, რომ ვართ მომსწრენი ამ უპრეცედენტო მხარდაჭერის ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. მინდა ყველა ამერიკელს მივულოცო დღევანდელი დღე, ხოლო მინდა განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ელჩ რიჩარდ ნორლანდს, რომელიც არის მართლაც გამორჩეული ელჩი, რომელიც მე ოდესმე მინახავს და რომელთანაც მიმუშავია. მინდა აღვნიშნო მისი და მისი ოჯახის განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული სამართლიანი ობიექტური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გულისტკივილით სურს აღნიშნოს, რომ რიჩარდ ნორლანდი მიდის საქართველოდან, ვინაიდან მას უკვე ეწურება ვადა. “მაგრამ მე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და მადლიერებით აღვნიშნავთ მის მიერ გაწეულ სამსახურს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი, მინდა მას და მის ოჯახს ვუსურვო წარმატებები. აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ელჩის ჩამობრძანებას საქართველოში. დარწმუნებული ვარ ისეთივე ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა მასთან, როგორც იყო რიჩარდ ნორლანდის შემთხვევაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ვინც ფიქრობს, რომ მე შევიცვალე,,
შემდეგი სტატიაიან კელი და მისი მეუღლე გააგრძელებენ აშშ-საქართველოს დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით