სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ “ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის” ადმინისტრაციის უფროსი, გია ნიკოლეიშვილი, დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.