ქიბარ ხალვაში: სამწუხაროა, რომ პროკურატურა ვერ ახერხებს საქმის გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას პროკურატურაში

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, სასამართლოს, რომელიც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარეობს არ ეხება ის საკითხი, თუ რამდენად შეიძინა მან ტელეკომპანია.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეტანილია საჩივარი, პროკურატურაში აღძრულია საქმე, თუმცა პროკურატურა საქმის გამოძიებას ვერ ახერხებს.

„სასამართლო არ ეხება დოკუმენტს, თუ რამდენად ვიყიდე ეს ტელეკომპანია მე. საუბარია იმაზე, თუ რამდენი მომცეს მე იმაში, რაც გაცილებით მეტი ღირდა. ნუ გადაჰყავთ სასამართლოების თემა სხვა რაკურსში. ეს საჩივარი შეტანილია, აღძრულია საქმე და სამწუხაროა, რომ პროკურატურა ვერ ახერხებს საქმის გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას პროკურატურაში. მაგრამ კითხვა იმაზე, მე რა გადავიხადე, ამ სასამართლოს არ ეხება“, – განაცხადა ხალვაშმა.

ამასთან, როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, მას კონკრეტულად არ ახსოვს, თუ რა წერია დავით დვალთან დადებულ ხელშეკრულებაში.

„დვალთან ხელშეკრულებაში რა წერია არ მახსოვს, მაგრამ დვალს და აქიმიძეს 1 მილიონ 200 ათასი გადავუხადე, ტაბატაძეს 100 ათასი. ეს ყველაფერი პროკურატურაში მოყოლილია“, – განაცხადა ხალვაშმა.

 

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ვფიქრობ, ბევრი საინტერესო იდეა დაიბადა
შემდეგი სტატიაოზურგეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა და რამდენიმე დაშავდა