თინა ხიდაშელი: ვფიქრობ, ბევრი საინტერესო იდეა დაიბადა

სასტუმრო „Holliday Inn“-ში თავდაცვისა და უსაფრთხოების მესამე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მეორე დღე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესწრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართება.

„კონფერენცია ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, ბევრი საინტერესო იდეა დაიბადა, მათ შორის საქართველოში მომავალ წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ჩვენ ამ ყველაფერს ვინიშნავთ და უკვე რამდენიმე კვირაში საზოგადოებას გეგმებს გავაცნობთ. მოგეხსენებათ, რემ ჩვენ მაისისთვის ვგეგმავთ დიდ კონფერენციას, ვინაიდან თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის 10 წლისთავია. ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავია და მისი საკადრისად აღნიშნვნისთვის, კიდევ უფრო მეტად გამოგვადგება მხარდაჭერა. მაღალი რანგის წარმომადგენლობა, საქართველოს მეგობრები ვარშავის სამიტიდან ერთი თვით ადრე თბილისიდან ისაუბრებენ ერთი მხრივ გამოწვევებზე და მეორე მხრივ, იმ გამოსავალზე, შესაძლებლობებზე, რომელიც ამ გზაზე ყველასთვის ერთობლივად იქნება სასარგებლო“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის სამინისტრო მანდარინზე სუბსიდირებას იწყებს
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში: სამწუხაროა, რომ პროკურატურა ვერ ახერხებს საქმის გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას პროკურატურაში