სერგო რატიანი: ეს მთავრობა არის ივანიშვილის მომსახურე პერსონალი

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

საქართველოს დღეს ხელისუფლება არ ყავს, ეს მთავრობა არის ივანიშვილის მომსახურე პერსონალი, – ამის შესახებ “თვაისუფლების მოედანზე” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ეს მთავრობა უნდა გადაგდეს.
“დღევანდელი ხელისუფლება გვატყუებს, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება საგანგაშო. ნუთუ არ არის საგანგაშო, რომ დაბრუნდა ბიუჯეტის სეკვესტრი, ბიუჯეტში არის გარღვევა, ლარი ასე გაუფასურდა. მილიარდელი ივანიშვილი მოვიდა და საქართველოში მილიონები აღარ შემოდის. გვეუბნებიან საგარეო ფაქტორებზე, თუმცა დღევანდელი ეკონომიკური ვითარება სწორედ ამ მთავრობის ბრალია. საქართველოს დღეს არ ყავს ხელისუფლება, ეს მთავრობა არის ივანიშვილის მომსახურე პერსონალი”, – განაცხადა რატიანმა.
“ნაციონალური მოძრაობის” აქცია “თავისუფლების მოედანზე” მიმდინარეობს. ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერტირიაზე შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაში,,ქოცობა უნდა დამთავრდეს,, აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: ჩვენ მთავრობა კი არა, ვიგინდარების ჯგუფი გვყავს