ირმა ნადირაშვილი: ჩვენ მთავრობა კი არა, ვიგინდარების ჯგუფი გვყავს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციზე,  პარტიის ერთ-ერთმა ლიდემა ირმა ნადირაშვილმა სიყვით გამოსვლა ჟურნალისტებისათვის პროფესიული დღის მილოცვით დაიწყო.

როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დეპუტატი ნადირაშვილი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რა დააშავა ამ მთავრობამ, რატომ უნდა წავიდესო. ნადირაშვილის გაცნხადებით, მმართველმა ძალამ ძალიან ბევრი რამ დააშავა.

“რა დააშავა, რომ ჩამოვთვალოთ თითები არ გვეყოფა. ქართულმა ოცნებამ ქვეყანა გააჩერა, ციხეებში ჩაყარეს პოლიტიკური ოპონენტები, ნეპოტიზმი დანერგეს, ეკონომიკა გააჩერეს. მათ დააბრუნეს კორუფცია და არქივიდან ამოქექეს სიტყვა “სეკვესტრი”. შებღალეს პოლიციის იმიჯი. საქართველო იქცა ქვეყანად, სადაც თვითმფრინავებიდან კანონიერი ქურდები ქრებიან, სირცხვილი კახი კალაძეს! ეს მთავრობა ყველაფერს კადრულობს. საქართველოს არ აქვს უფლება, ერთი მდიდარი ავანტურისტის ექსპერიმენტში იცხოვროს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ერთი მილიარდელის დაკრულზე ვიცხოვროთ. ჩვენ მთავრობა კი არა, ვიგინდარების ჯგუფი გვყავს,”- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ეს მთავრობა არის ივანიშვილის მომსახურე პერსონალი
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ხელისუფლებას შეეშინდა ჩვენი, ამას აქ სპეცრაზმის რაოდენობა მოწმობს