სერგეი ლავროვი – სირიის მხარდაჭერაზე, ტერორიზმზე და პუტინის გამოსვლაზე გაეროში (VIDEO)

,,დასავლეთი მწარედ ცდება თუ თვლის, რომ სირიაში ასადის ხელისუფლების ადგილი არ არის… და რაც შეეხება სირიის არმიას, ის ერთადერთი ეფექტური ძალაა სირიის მიწაზე  ტერორისტებთან საბრძოლველად და მისი გამორიცხვა შეუძლებელია,, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერას სირიის არმიისადმი ტერორიზმთან ბრძოლაში და კვლავ მოამარაგებს მას იარაღით… ,,იარაღს უცილობლად მიჰყვება სპეციალისტებიც, იმისათვის, რომ იარაღი ააწყონ და სირიელი პერსონალი ამ იარაღის ხმარებაში მოამზადონ… ამაში არაფერი საიდუმლო არ არის,, აცხადებს ლავროვი.

,,ჩვენმა დასავლელმა პარტნიორები, აშშ-ს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ კარგავენ პრობლემის დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოგვარების კულტურას… ირანის ბირთვული პროგრამა ამ მხრივ გამონაკლისი იყო, ხოლო რაც შეეხება კონფლიქტებს ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, იქ ისინი ძალისმიერი და პირდაპირი ჩარევის მეთოდებს იყენებენ, როგორც ეს ერაყსა და ლიბიაში მოხდა,, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა.

ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობაზეც ისაუბრა გაეროს მომავალ გენერალურ ასამბლეაზე და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი იქ გამოსვლისას სირიაზე, უკრაინაზე და ტერორიზმზე ისაუბრებს…

www.timer.ge

/იხილეთ 3 ვიდეო/



banner
წინა სტატიაშიმინდა პუტინს შევხვდე მას შეუძლია ჩემს ზურგს უკან დამცინოს, როცა კარებს მიიხურავს და იდიოტიც მიწოდოს
შემდეგი სტატიამსოფლიო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში