მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის მოლოდინში

სირიაში შესაძლებელია რუსეთსა და აშშ-ს შორის ომი დაიწყოს

სირიაში შესაძლებელია რუსეთსა და აშშ-ს შორის ომი დაიწყოსაშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტის დასკვნით, რუსეთსა და საერთაშორისო კოალიციას შორის, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, სირიაში შესაძლებელია სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს.

გადამდგარი გენერლის ჯონ ალენის თქმით, რომელიც ჯიჰადისტებტან ბრძოლის საკითხებს კურირებს, რუსეთის მხრიდან ბაშარ ასადის მხარდაჭერა – “ეს ძალიან ცუდია”.
“უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს სირიაში რუსული სამხედროების მოქმედებას და ვცდილობდით გაგვეგო, რაზე შეიძლება ეს მიუთითებდეს” – განაცხადა გენერალმა. მისი თქმით, ათობით ათასი სირიელის სიკვდილში, ქვეყანაში სტაბილურობის არ არსებობაში პასუხისმგებელი პირი ბაშარ ასადია და მისი მოქმედებები, რომელმაც ეს გამოიწვია.

“ასადის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა რეგიონში კრიზისს გააღრმავებს, რაც რუსეთის სამხედრო ძალების და კოალიციის ძალებს შორის კონფრონტაციას გაზრდის” – განაცხადა ჯონ ალენმა.
აშშ-მ და ნატომ უკვე გამოხატეს შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების სირიაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ ის სირიაში სამხედრო ძალებს და ტექნიკას ხელშეკრულების თანახმად აადგილებს და ამით არ არღვევს არც ერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი – სირიის მხარდაჭერაზე, ტერორიზმზე და პუტინის გამოსვლაზე გაეროში (VIDEO)
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის განცხადება “შუსტერ LIVE” -ის ეთერში რუსული პრესის მთავრი თემაა