“საჭიროა პოლიტიკური ნება,” – ეკა გიგაური საარჩევნო სისტემაში ცვლილებებზე

ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები

მმართველი გუნდის გადაწყევტილების პარალელურად, მომავალი საპარლამეტნო არჩევნებისთვის ძალაში დატოვოს მაჟორიტარული სისტემა, ცვლილებებზე მსჯელობას არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია განაგრძობენ. შეხვედრა დღესაც გაიმართა. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს.

“ის არგუმენტი, რომელიც არის დაკავშირებული დროსთან, არ არის წონიანი, რადგან დღეს ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს, როგორც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, ასევე საარჩევნო კოდექსი. შესაბამისად, ერთადერთი საჭიროა პოლიტიკური ნება,” – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის განმარტებით, მათ ხელთ არსებული მექანიზმი არის ადვოკატირება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და მეტი მხარდაჭერის მოპოვება ამ იდეის ირგვლივ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
შემდეგი სტატია“ვანში ყველა პროექტი გაიყინა,” – გიორგი ვაშაძე