“ვანში ყველა პროექტი გაიყინა,” – გიორგი ვაშაძე

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ვანის არქეოლოგიურ მუზეუმსა და საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაცია 2012 წლის არჩევნების შემდეგ არის შეჩერებული.

“2012 წლის ოქტომბერში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ვანშიც გაიყინა ყველა პროექტი, უნდა ყოფილიყო 20 ადგილიანი საავადმყოფო და 2 ოთახი გახსნეს. ამის მაგივრად ვანში ფაქტობრივად საავადმყოფო არ არის, იგივეა ვანის მუზეუმი,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნაციონალურ მოძრაობას ვანის გამგებელმა უპასუხა.

“საავადმყოფოს თემა დღემდე გაურკვეველი იყო სამართლებრივად, ეს პრობლემას ქმნიდა, რომ საქმიანობა ეწარმოებინა ხელისუფლებას, იმ ზომამდე მივიდა, რომ შენობა თითქმის აღარ ვარგა, მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რომ მცირედი სამედიცინო მომსახურება გაეწია მოსახელობისთვის,”-განაცხაად ზაზა ხურციძემ.

ნაციონალურმა მოძრაობის წევრებმა დღეს შეხვედრა ვანის მოსახლეობასთანაც გამართეს.

banner
წინა სტატიაში“საჭიროა პოლიტიკური ნება,” – ეკა გიგაური საარჩევნო სისტემაში ცვლილებებზე
შემდეგი სტატიასარჩელი თეა წულუკიანისა და ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ