საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თურქ ხალხს და თურქეთის ელჩს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტმა თურქეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი საელჩოში პრეზიდენტის მრჩეველ ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პრეზიდენტს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.