რუსეთში ქართული ყურძენი არ შეუშვეს

kurdzeniრუსული მხარის განცხადების მიხედვით, კანონმდებლობის დარღვევის გამო საქართველოდან ექსპორტირებული 35 ტონა ყურძენი ფედერაციის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მიზეზად კარანტინის წესების დარღვევა დასახელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, იყო მარკირების პრობლემაც.

ინფორმაციას, რომ ექსპორტირებულ პროდუქციას მართლაც ჰქონდა პრობლემები ოლქის როსსელხნადზორის იმ სამმართველოში ადასტურებენ, სადაც შემოწმება ჩატარდა. ამბობენ იმასაც, რომ ინფორმაცია საქართველოს შესაბამის სამსახურებს უკვე გადმოუგზავნეს.

ნიჟნი ნოვგოროდში შექმნილ გარკვეულ პრობლემებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ, თუმცა რა გახდა ტვირთის გაჩერების მიზეზი ვერ ამბობენ.ექსპორტიორი კომპანია არ სახელდება თუმცა მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვთ სხვა ექსპორტიორებს.

მომხდართან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს.

banner
წინა სტატიაშისირიის ყველაზე დიდი ქალაქი უკვე რამდენიმე დღეა იბომბება
შემდეგი სტატიაკინოთეატრ “რუსთაველის” წინ გიორგი დანელიას ვარსკვლავი გაიხსნა