კინოთეატრ “რუსთაველის” წინ გიორგი დანელიას ვარსკვლავი გაიხსნა

get_imgკინოთეატრ „რუსთაველის“ წინ კიდევ ერთი ვარსკვლავი გაჩნდა-ამჯერად გიორგი დანელიას სახელობის. ვარსკვლავი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კულტურის პალატის ინიციატივით გაიხსნა. ცნობილმა კინო-რეჟისორმა პირველ წარმატებას იგორ ტალანკინთან ერთად ფილმით “სერიოჟა” მიაღწია.

ვარკსვლავის გახსნას ასევე, დაესწრო რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც გიორგი დანელიას მეგობარია. “გიორგის ვარსკვლავი მოსკოვშიც კი არ აქვს და ეს იქნება მისი პირველი ვარსკვლავი, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი”- ამბობს ელდარ შენგელაია.

გიორგ დანელია რეჟისორია ფილმებისა: “არ დაიდარდო” (1969 წ.) “იღბლიანი ჯენტლმენები” (1972 წ.), “აფონია” (1975 წ.), “მიმინო” (1977 წ.) და სხვ. კინორეჟისორი ორჯერ გახდა “ოქროს პალმის ტროს” ნომინანტი ფილმებისათვის “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” (1964 წ.) და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” (1974 წ.). დანელია 1980 წელს, სსრკ სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2000 წელს, მას საქართველოს ღირსების ორდენი გადაეცა. გიორგი დანელიას ოჯახი რუსეთში საცხოვრებლად 1939 წელს გადავიდა. ის ამჟამად 85 წლის არის და კვლავ მოსკოვში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ქართული ყურძენი არ შეუშვეს
შემდეგი სტატიავიდეო–ირანმა სარაკეტო მოწყობილობების მიწისქვეშა ბაზა გაასაჯაროვა