პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე ფორმატში მუშაობას განაგრძობს

პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე ფორმატში განაგრძობს მუშაობას. კანონმდებლები დღის წესრიგს რამდენიმე საათში ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ. დეპუტატები ენის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს.

განსახილველ საკითხთა შორის არის ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხიც.

დღევანდელ ბიუროზე ასევე უნდა გაირკვეს, თუ როდის წარდგებიან პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ყოველწლიური ანგარიშით.

banner
წინა სტატიაში“ასეთი გადაწყვეტილება მივიღე უბრალოდ,” – ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
შემდეგი სტატიამალი ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობას უხდის