ობამა: რუსეთის მიერ ასადის სამხედრო მხარდაჭერა, შეცვლის აშშ-ს სამხედრო სტრატეგიას ამ რეგიონში

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თვლის, რომ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა ასადის რეჟიმისადმი, ნიშნავს, რომ ასადი ,,ანერვიულდა,, და ეს ყველაფერი ამ კონფლიქტს პოლიტიკურად მოუგვარებელს ხდის…

New York Times -ს ცნობით, გუშინ ფორტ-მიდში გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ,,რუსეთი მიერ თავის სამხედრო წარმოადგენლობის გაზრდა სირიაში, სამხედრო ინსტრუქტორებისა და ტექნიკის სახით, შეცცვლის აშშ-ს სამხედრო სტრატეგიას ამ რეგიონში,,. მისივე განცხადებით, რუსეთის მხარდაჭერა ასადის რეჟიმისადმი, ამ კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარებას შეუძლებელს ხდის…

,,ასადი არ სარგებლობს სირიელი ხალხის მხარდაჭერით, ამიტომ შეუძლებელი გახდება ცეცხლის შეწყვეტისა და პოლიტიკური დარეგულირების მიღწევა… ამასთან დაკავშირებით კი, სირიის პოლიტიკურ გარემო ექსტრემისტებით გაივსება,, აცხადებს ობამა, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ რუსეთი აშშ-ს მიერ შექმნილ 60 ქვეყნის კოალიციასთან ითანამშრომლებს და მიიღებს კოალიციის პირობას ასადის წასვლისა და სირიის ხელისუფლებაში ,,ზომიერი სამოქალაქო,, კოალიციის მოსვლის შესახებ, რომელიც ობამას აზრით დაალაგებს ქვეყანაში სიტუაციას.

ექსპერტების განცხადებით, ობამას ეს განცხადება, პასუხი იყო რუსეთის ბოლო დროინდელი განცხადებებისა ასადის რეჟიმისათვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებაზე, რომ აშშ-მ სირიის მიმართებაში კოალიცია ცალმხრივად, გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით შექმნა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიინდოეთში მომხდარ აფეთქებას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა(ფოტო)
შემდეგი სტატიასკანდალი: საფრანგეთის საპატიო კონსული არალეგალ მიგრანტებზე ნავებს ჰყიდდა (VIDEO)