ყაზახეთის პრეზიდენტის ნუსრულტან ნაზარბაევის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია.
“დაგინა ნურსულტანის ასული ნაზარბაევა დაინიშნოს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ” – ნათქვამია ბრძანების ტექსტში.
ნაზარბაევა 2011 წელს, ბიზნესმენ რაჰატ ალიევთან სკანდალის შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში.
დაგინა პრეზიდენტ ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილია. მან მოსკოვის ხელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ისტორიის განხრით.
მოსკოვის უნივერსიტეტშივე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.