მიხეილ სააკაშვილს ბაქოში ელოდებიან– ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო haqqin.az-ი ავრცელებს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ცნობით, სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ღია საზოგადოების გლობალურ ფორუმში, რომელიც აზერბაჯანის დედაქალაქში ნაზიმ განჯიევის ცენტრისა და მადრიდის კლუბის ორგანიზებთ იმართება.
ბაქოში ასევე ელოდებიან, ლატვიის ყოფილ პრეზიდენტს ვაირა ვიკე ფრაიბერგას, სერბეთის ყოფილ პრეზიდენტს ბორის დადიჩს, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს და სხვა ლიდერებს.