საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქე, დევნილი ეკატერინე ხარებავა გასწირა

images2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მისადგომებთან, კრასნოდარის მხარის პროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. საქმეებს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ედო და ოფიციალურად დღემდე არც ერთ საქმეს ეს სტატუსი არ შეცვლია. საინტერესო არის ის, რომ, არც ერთ დაკავებულს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
რუსმა ჟურნალისტებმა შეძლეს მძიმე ბრალდებით დაკავებულების „სრულიად საიდუმლო“ საქმის დეტალების დადგენა. ერთ-ერთი დაკავებულთაგანი საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ხარებავაა.ამ საკითხზე “თაიმერი” თითქმის ერთი თვეა მუშაობს,მაგრამ სანამ “თაიმერის” მასალებს გაგცნობდეთ  გთავზობთ სტატიას, რომელიც  გუშინ გავრცელდა რუსულ მედიაში.

საქართველოს მოქალაზე ეკატერინე ხარებავა ჩვენს ქვეყანაში 1990-იან წლებში გადმოვიდა საცხოვრებლად. რამდენიმე წლის წინ ის სოჭში დასახლდა. საბუთები შეიტანა რუსეთის მოქალაქეობაზე. ჰქონდა ოფიციალურად მიგრანტის სტატუსი – ცხოვრების უფლება. სამშობლოში მას ორი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც სწავლობენ, ასევე სხვა ახლო ნათესავები. სოჭის ბაზარში გამყიდველად მომუშავე ქალბატონი რეგულარულად დადიოდა მათთან. ახლობლები ხშირად ურთიერთობდნენ ერთამანეთთან.
2008 წლის გაზაფხულზე სმს მიმოწერისას ეკატერინეს ნაცნობმა, რომელიც ქართულ სამხედრო უწყებაში მუშაობდა, მას კითხა რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ. ეკატერინემ გულწრფელად უპასუხა, რომ რკინიგზის სადგურზე ნახა სამხედრო ეშელონები. ზუსტად ეს შეტყობინება მიიღო გამოძიებამ და სასამართლომ ჯაშუშობად საქართვლეოს სასარგებლოდ.
აღმოჩნდა, რომ უკვე იმ მომენტში ხარებავა ოპერატიული დამუშავების პროცესში იყო. ჩვეულებრივი გამყიდველი, რომელსაც საშუალო განათლება აქვს, რატომ გახდა კუბანელი ჩეკისტების ინტერესის საგანი აგვისტოს კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრე, გაურკვეველია. თითქოს ამ დროისთვის კრასნოდარის გამოძიების ფედერალური ბიურო ყველა ქართველს ადევნებდა თვალყურს, რომლებიც აფხაზეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობდნენ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს: „საქმის დადგენილებაში დევს სასამართლოს გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე, რაც ნიშნავს იმასაც, რომ მომავალი „ჯაშუშის“ სატელეფონო მოსმენაც კანონის ფარგლებში მოხდა“. მაგრამ დოკუმენტებში მოსამართლის გვარი არ ფიგურირებს, არც სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული სასამართლო დადგენილებაა. ამ მონაცემების დამალვით, ოპერატიული სამსახურის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ფედერალური მოსამართლის უსაფრთხოების გამო ხდება, ვინმემ მასზე შური რომ არ იძიოს.
დაცვას უჩნდება გონიერი ეჭვი: იყო კი ეს დადგენილება 2008 წელს მიღებული და ხომ არ არის ა4 ფორმატზე ამობეჭდილი სასამართლო დადგენილება 2013 წელს გაცემული, როცა უკვე რუსი სპეცსამსახურები დაინტერესდნენ ქალბატონით. სისხლის საქმეში არ დევს არც ერთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა ასეთი სასამართლო დადგენილების მიღება.

თუკი მიდიხართ ქუჩაში და ხედავთ ფორმიან ადამიანს
საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ ეკატერინე ხარებავა მშვიდად ცხოვრობდა სოჭში. აგრძელებდა ვაჭრობას ბაზარში ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას არ იქცევდა. მას რუსეთის მოქალაქეობის მიღება უნდოდა, რომ თავისუფლად შეძლებოდა თავისიანებთან წასვლაც და რუსეთში დარჩენაც. მასთან საცხოვრებელ ადგილას მოულოდნელად გამოჩნდნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები. ეკატერინემ ყველაფერი უამბო მათ, რაც აინტერესებდათ, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. მაგრამ ერთ თვეში ისევ მოაკითხეს.

– პროტოკოლის მიხედვით, გამოძიებამ ლოგიკურად მიიყვანა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაცემების ქართული სპეცსამსახურებისთვის გადაცემის ფაქტამდე, რომელიც რუსეთის ფედერაციის საიდუმლნო იყო. მას ვეკითხები: „რატომ აღიარეთ ბრალი და რატომ თვლით, რომ სმს-ით გადაცემული ინფორმაცია რუსეთის სახელმწოფოს საიდუმლო იყო?“. ის მპასუხობს: „ასე უნდა მეპასუხა, რომ ამას სასჯელი შეემსუბუქებინა.“ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის აღიარება ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელსაც გამოძიება დაეყრდნო და ამტკიცებს დაკავებულის დანაშაულს, რომ მას ქართული სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვება ჰქონდა მიზნად, რომელიც სახელმწიფო საიდუმლო იქნებოდა. ამ ნაწილში მის ჩვენებას ვაფასებ როგორც თვითინკრიმინაციას“ – ამბობს დაკავებულის ადვოკატი ლეონიდ ერჩენკო. „როცა მას ვკითხე, იცის თუ არა მან რა შედის სახელმწიფო საიდუმლოებებში, მან სრულიად გულწრფელად მიპასუხა, საიდან უნდა ვიცოდეო. როცა ვკითხე, რატომ აღიარა მან ის, რაც არ იცის რა არის, ის ტირილს იწყებს და ასე გრძელდება მთელი პროცესი „ – ამბობს ადვოკატი.
ფაქტობრივად ბრალი ბრალდებულის პირველ ჩვენებებს ეყრდნობა, რომელიც მან ადვოკატის გარეშე მისცა და კარგად ვერ ხვდებოდა რა უნდოდათ მისგან ძალოვანებს. მოგვიანებით დანიშნულმა სახელმწიფო ადვოკატმა საქმე გააგრძელა – თითქოს, აღიარე ყველაფერი და ნაკლებ წლებს მიიღებო. გამოძიების დროს საქმეში მოწვეულმა ექსპერტებმა თავდაცვის სამინისტროდან, საკუთარი დასკვნები გააკეთეს, რომ ხარებავამ გადასცა მონაცემები რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს ნაწილს შეადგენდა ჯარის გადაადგილების შესახებ – ჯარის გადადგილების, მათი ოდენობის და დისლოკაციის დოკუმენტების საფუძველზე. არც ერთ ამ დოკუმენტს გრიფი „საიდუმლო“ არ ედო. ჯამში, ექსპერტები და გამოძიება სასწაულ დასკვნამდე მიდიან: ცალ-ცალკე ეს მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოს არ შეადგენს, ერთობლივად კი – ჯარის გადადგილება და რაოდენობა, მათი მიზნები და ამოცანები, სახელმწიფოს შიდა პოლიტიკა – ეს უკვე საიდუმლოა. იცოდა კი სოჭელმა გამყიდველმა ყველა ამ გარემოებების შესახებ, სასამართლოს არ განუხილავს.
_ გამოდის, თუკი მიდიხართ ქუჩაში და ხედავთ ფორმიან ადამიანს, საღამოს კი ნათესავებთან და მეგობრებთან საუბარში ამაზე სიტყვას დაძრავთ, სისხლის სამართალი გეხებათ – ასე ხსნის პრეცენდენტს ადვოკატი ერჩენკო – „ ჩვენ ხომ არ ვიცით, იქნებ ეს ფორმიანი სპესდავალებას ასრულებდა, თქვენ კი მასზე მოყევით. ასეთი ლოგიკით სახელმწიფო საიდუმლოს ცნება საერთოდ გაუგებარი ხდება, რა ინფორმაცია და ვის შეიძლება უთხრა. შესაძლებელია გამოძიებისთვის ჩემი ეს კომენტარიც საიდუმლო იყოს“.

ნახევარი წლის შემდეგ ეკატერინე ხარებავა ექვსი წლით კოლონიაში უნდა გადაიყვანონ ჯაშუშობის ბრალდებით. მუხლი, რომელიც მას წაყენებული აქვს, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის 278 მუხლი, 10-დან 20 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. ხარებავას 6 წელი მიესაჯა და ადვოკატიც ვერ ხვდება რატომ მიესაჯა მისი დაცვის ქვეშ მყოფს მინიმალურზე დაბლა. რეალური გარემოებები, რომელმაც ასე შეამცირა წლები, საქმეში ფაქტობრივად არ არსებობს.

შესაძლებელია ორი ვერსიის განხილვა – ან ესენი ნამდვილი ჯაშუშები არიან და ხანმოკლე დასჯის შემდეგ, მათი უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირის გამო, უკვე ჩვენი ძალოვანები გამოიყენებენ, ან იმიტომ, რომ ბრალდებულები ჩუმად იყვნენ და არ შეეცადონ სიტუაციის „ამღვრევას“. სამართალდამცავები პირველად არ იყენებენ ამ ფსიქოლოგიურ ხერხს, როცა ბრალდებული ელოდება 20 წელს, მას წარმოუდგენლად „სასაცილო“ ექვს წელს უსჯიან.

მეორე გამოცანა იმაშია, რომ ხარებავამ, ისევე როგორც სხვა განსასჯელებმა, შესაძლო დანაშაული ჩაიდინა ოლიმპიადის ჩატარებიდან რამდენიმე წლით ადრე, მაგრამ მათი საქმე 2014 წლის თამაშების წინ გაიხსნა და მსვლელობა მიეცა. გამოდის, კუბანის ჩეკისტებს ხმაურიანი საქმეები უნდოდათ, რომ საკუთარი პროფსიონალიზმის დემონსტრირება მოეხდინათ მსოფლიო თამაშების წინ.
მაგალიტად, ეკატერინე ერთადერთი „ჯაშუში“ არ არის სოჭიდან. 2014 წლის მარტში სოჭის აეროპორტის თანამშრომელი პიოტრ პარპულოვი დაიჭირეს. მის საქმეზე ძიება წელიწადზე მეტი გრძელდებოდა. მისი საქმის „სრულიად საიდუმლო“ დეტალები მისმა ქალიშვილმა გაახმაურა: ეპიზოდი, რასაც ეყრდნობა გამოძიება 2010 წელს მოხდა. მაშინ ცოლ-ქმარი პარპულოვები მეუღლის ნათესავებს სტუმრობდნენ საქართველოში. რაში გამოიხატება მამის სამშობლოს ღალატი, ქალიშვილმა არ იცის.

„სახელმწიფოს მტრებისადმი“ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსულმა მედიამ 7 შვილის დიასახლისი დედის დაპატიმრების შესახებ ამცნო ფართო საზოგადოებას. გასული წლის გაზაფხულზე სვეტლანა დავიდოვამ უკრაინის საელჩოში დარეკა და მათ აცნობა მისი სახლის გვერდით მდებარე სამხედრო ნაწილის გადაადგილების შესახებ. მას ბრალი რამდენიმე დღის წინ მოეხსნა.

საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ ეკა ხარებავს ადვოკატს დაუკავშირდა. მასალას „თაიმერი“ უახლოეს პერიოდში შესთავაზებს მკითხველს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს მივმართეთ, ასევე მიმართა ოჯახის წევრბმა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პასუხი იყო ასეთი–„სარისკო საქმეა“, თუმცა ამ დრომდე გაურკვევლია რატომ დუმს საქართველო დევნილ ეკატერინე ხარებავას საქმეზე. საქართველო თავის მოქალაქეების დაცვაზე უძლურია  თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ააქვს ადგილი???

banner
წინა სტატიაშირომელი სამთავრობო უწყება განთავსდება ათონელის რეზიდენციაში?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს ბაქოში ელოდებიან