ლადო ჭანტურიამ და თინათინ ხიდაშელმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე უარი თქვეს

საქრთველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილმა რვა პირმა კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა, მათ შორის არიან მოსამართლე ნათია წკეპლაძე, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია და დეპუტატი თინათინ ხიდაშელი.
აღნიშნული პირების სია საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ესენი არიან: დარეჯან გოგიბერიძე, ნუნუ კვანტალიანი, დავით მამისეიშვილი, დავით სულაქველიძე, იური ტაბუცაძე, ნათია წკეპლაძე, ლადო ჭანტურია და თინათინ ხიდაშელი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი გუშინ დასრულდა.
36 წარდგენილი კანდიდატურიდან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
თემა: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით საჩივრების შესწავლა დაასრულა
შემდეგი სტატია”ლევან სამხარაულმა თქვა, რომ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზამდე მერაბიშვილმა ყველაფერი იცოდა”