კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე დაკრძალეს

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალი რამდენიმე საათის წინ სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, სადაც მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

პანაშვიდზე მოქალაქეები, კინოსა და თეატრის ცნობილი და უცნობი სახეები, პოლიტიკოსები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თბილისის მერიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და კიდევ ერთხელ ისაუბრა რეზო ჩხეიძის შესახებ.

კინორეჯისორი რეზო ჩხეიძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენეს – მანამდე პატრიარქმა პანაშვიდიც გადაიხადა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, თბილისის მერი.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველი: საზღვარი არ აქვს დამნაშავეების თავხედობას, განსაკუთრებით დონაძისა და ფირცხალავას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა, თვალი გაუსწოროთ პროგრესს