საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოდან ჩინეთში 1 600 000 ბოთლი ღვინის და 3 000 000 მინერალური ბოთლი წყლის ექსპორტი განხორციელდება . როგორც ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფარგლებში გამოფენის გახსნაზე განაცხადა, შესაბამისი ხელშეკრულებები მხარეებს შორის დღეს გაფორმდა.
“სწორედ დღეს, ხელი მოეწერა საქართველოდან ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის თაობაზე ხელშეკრულებას. ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთ-ერთმა კომპანიამ, “ხარებამ” დღეს უკვე გააფორმა ხელშეკრულება 1 600 000 ბოთლი ღვინის ექსპორტზე ჩინეთში. ასევე 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა ექსპორტზე ჩინეთში. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები არის სულ უფრო მზარდი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ საერთო მომავალში”, – განახცადა პრემიერმა.