ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს საქალაქო სასამართლო განიხილავს

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულის, ივანე ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს.
საქალაქო სასამართლოში სხდომა 15:30 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია რა ტიპის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვს მისთვის ბრალდების მხარე.
“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე “ვარდების მოედანზე” აქციას, სახელწოდებით, “შემოულაწუნე” აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის “პროვოკაციაში დაადანაშაულა”, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი – ივანე ბეგიაშვილი დააკავა.
გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე თანახმაა
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი დღეს შიდა დაპირისპირებების თემაზე იმსჯელებს