მმართველი გუნდი დღეს შიდა დაპირისპირებების თემაზე იმსჯელებს

კიდევ ერთი დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში.” ამჯერად ერთმანეთს დეპუტატები ელისო ჩაფიძე და ირაკლი ტრიპოლსკი აკრიტიკებენ.

ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციებს მისივე თანაგუნდელები გეგმავენ და ტყიბულში მის საქმიანობაზე მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

დეპუტატი პირდაპირ ხელს ადებს განათლების მინისტრის მრჩეველს ოთარ აბესაძეს, რომელსაც, მისი თქმით, ირაკლი ტრიპოლსკი მფარველობს. თუმცა ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მთავრი ბიზნესინტერესები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს აქვს.

ისინი ამ ბრალდებებს უარყოფენ. ელისო ჩაფიძე კი ირწმუნება, რომ მის წინააღდეგ კამპანია დიდი ხანია მიმდინარეობს. მან ეს საკითხი პოლიტსაბჭოზეც დასვა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს საქალაქო სასამართლო განიხილავს
შემდეგი სტატიამერიაში პოსტს, სავარაუდოდ, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელიც ტოვებს