ირაკლი ალასანია – სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები გიგი უგულავას უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები გიგი უგულავას უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნორმალურ ქვეყანაში ეს სამართლებრივი პროცედურები ავტომატურ რეჟიმში ჩატარდებოდა და ამხელა აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა.
ალასანია მიიჩნევს, რომ სახეზეა პროკურატურის და ზოგადად, სამართალდამცავი სისტემის კოლაფსი.
“საკუთარ არაკომპეტენტურობას და უუნარობას ახლა ფარავენ ახალი დანაშაულით, რომ უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ მოქალაქეს, ეს არის კატასტროფული შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მართლმსაჯულებისთვის. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება პროკურატურას და მმართველ პოლიტიკურ გუნდს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, ძალიან მძიმე საყურებელი და ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი იყო ის, რაც განვითარდა უგულავას საქმის ირგვლივ საკონსტიტუციო სასამართლოში.
“საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სასწრაფოდ უნდა იქნეს ჩატარებული შესაბამისი პროცედურები, რომ გიგი უგულავას უკანონო პატიმრობაში ყოფნა შეწყდეს. ამას ვამბობ ადამიანი და მოქალაქე, რომელიც ოპოზიციაში ვედექი იმ ხელისუფლებას, რომელსაც უგულავა წარმოადგენდა. ათასი უსამართლობის მსხვერპლი გახდა ჩემი გუნდიც და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მაგრამ 2012 წელს ხელისუფლება სწორედ იმიტომ შევცვალეთ, რომ კანონმა იკანონოს და იყოს ყველასთვის ერთნაირი, მათ შორის ჩვენი ყოფილი ოპონენტებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კიდევ ერთი რუსული კომპანია
შემდეგი სტატია“დელტა” განცხადებას ავრცელებს