გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კიდევ ერთი რუსული კომპანია

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გახდა რუსული კომპანია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია „ლიტომ“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო ტენდერში.

მან სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულებად 9 699 777.00 ლარი დაასახელა. თავდაპირველად კი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით 9,800,000 ლარი იყო.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა, გამოუშვი გიგი”, “გაიღვიძე ბატონო პრეზიდენტო” – აქცია სასამართლოსთან
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები გიგი უგულავას უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად