თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე კონკურსს აცხადებს

არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ არქიტექტორებს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაგა-ბაღების ასაშენებლად განკუთვნილი ტერიტორიები სააგენტოში შესული მოთხოვნების საფუძველზე შეირჩა.

“არქიტექტორები მოვიწვიეთ, რათა საკონკურსო პირობები გავაცნოთ. გავაცანით ის 5 ობიექტი, რომელზეც კონკურსია გამოცხადებული. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბევრმა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. ველოდებით, რომ ბევრი ნამუშევარი შემოვა და საუკეთესო პროექტი შეირჩევა”, – განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.

თავის მხრივ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ აღნიშნა, რომ კონკურსანტებმა ესკიზური პროექტი ერთ თვეში უნდა წარადგინონ და მისი განხილვის შემდეგ გამარჯვებული არქიტექტორი ან არქიტექტორთა ჯგუფი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს, რის შემდეგაც სატენდერო წინადადებების მომზადება დაიწყება.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შემდეგი სტატია,,LGBT,, წელს გრანტს ვერ მიიღებს… ,,არ გვიცემია!,,