თაღლითობისთვის ბრალდებული რამაზ არონია 5.000 ლარის გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვებს

დაკავებულია რამაზ არონია

დაკავებულია რამაზ არონიასამეგრელოს სამხარეო პოლიციის მიერ 24 ივნისს ღამით თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ რამაზ არონიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით 5.000 ლარიანი გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმროდან საქმის არსებით განხილვამდე გათავისუფლდება.გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ მას გირაოს გადაუხდიან. ვინ და რატომ ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც გაირკვა ბრალდებული რამაზ არონია ორჯერ იყო ნასამართლევი, ასევე თაღლითობის ფაქტებზე. სასამართლომ არონიას უფლებადამცველი ადვოკატის თხოვნა გაითვალისწინა და თუკი ბრალდებული გირაოს სახით 5.000 ლარს გადაიხდის, ის დღესვე დატოვებს საპატიმროს.

შეგახსენებთ, რომ თაღლითობისა და ადამიანებისთვის უკანონოდ თანხების გამოძალვის ბრალდებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გალის რაიონის სოფელ თაგილონიდან დევნილი რამაზ არონია 24 ივნისს ზუგდიდში დააკავეს. არონიას ბრალად ედება აფხაზეთიდან დევნილი პირებისთვის თანხების მოტყუებით გამოძალვა.

რამაზ არონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის 180-ე მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციამ აღძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო:SMO

banner
წინა სტატიაშიავლაბარში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით 27 წლის ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა ოდესაში კანონს დაასწრო… (VIDEO)