თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას, იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ, მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობა.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სურს საბანკო სისტემა სრულად აკონტროლოს.
„არის ცალსახად ზიანის მომტანი საფინასო სექტორისთვის იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რისკენაც მთელი მსოფლიო მიისწრაფის, რომ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში იყოს ის ბერკეტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსური კრიზისების დროს სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. დღე მთავრობას გამოაქვს ეს ფუნქცია,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.