ნიდერლანდებში ორი ამწე საცხოვრებელ სახლებს დაეცა

ორი სამშენებლო ამწე ნიდერლანდებში საცხოვრებელ სახლებს დაეცა, რომლის შემდეგაც 20 ადამიანი დაზიანდა. სამოყვარულო ვიდეოზე ჩანს, როგორ ცდილობს ამწე ჯულიანას ხიდის ერთ-ერთი სექციის აწევას. შემდეგ კი, ის ვერ უძლებს სიმძიმეს და ვარდება.
ამის შემდეგ ვარდება მეორე ამწეც.

მაშველები ცდილობენ დაადგინონ, დანგრეულ სახლებში არიან თუ არა დაზარალებულები. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს,რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედია დანგრეული სახლების კადრებს აჩვენებს.

გაზეთ De Volkskrant-ს ცნობით, კატასტროფის ადგილზე სპეციალური სამაშველო სამსახურია გაგზავნილი, რომლებიც მხოლოდ მიწისძვრის დროს მუშაობენ.
ვიდეოში ასევე ჩანან ადამიანები, რომლებიც კატასტროფის დროს ხიდიდან ხტებიან და ისმის ყვირილი.
დედოფალ ჯულიანას ხიდი, რომელიც რეინის თავზეა, ჯერ კიდევ 2010 წლიდან შესაკეთებელი ხიდების სიაშია. მისი რეკონსტრუქცია გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი : არის ცალსახად ზიანის მომტანი საფინასო სექტორისთვის
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ვისურვებდი, ინტერპოლი სტრასბურგის სასამართლოს არ დაემსგავსოს