ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი მაღლჩინოსანი დაიკითხება

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცააძე დაიკითხება.

აღნიშნულ ინფორმაციას “სამართალდამცველთა ლიგაში” ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი ცააძე კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი, სულ ექვსი პირი.
ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა პარლამენტს რამდენიმე წინადადებით მიმართა
შემდეგი სტატიაობამა-პუტინი ცუდი სტრატეგია