ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება-მინდია ჯანელიძე

ხელშეკრულება, რომელზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს

ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებაუპასუხისმგებლო განცხადებას უწოდებს თავდაცვის მინისტრი მისი წინამორბედის ირაკლი ალასანია, რამდენიმე დღის წინ გადაცემა “არჩევანში” გაკეთებულ განცხადებას-“ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, თუ ეს განცხადება გაკეთდა. მე არ მომისნენია, შესაბამისად სხვა კომენტარი რა უნდა გავაკეთო” განაცხადა ჟურნალისტებთან მინდია ჯანელიძემ.

ირაკლი ალასანია კი ამ ფაქტს “სამწუხაროდ” აფასებს-“ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პასუხი გაგცათ. ამის გადამოწმება რა თქმა უნდა ძალიან მარტივად შეიძლება, ის არ არის, არც იყო და არც დღეს არის გადაწყვეტილების მიმღები. ის უბრალოდ იყო მომწოდებელი ინფორმაციის ჩემთვუს. ასე, რომ ამ ფაქტის უარყოფა, მისი მხრიდან მეტყველებს, რომ არ გრძნობს თავს კომფორტულად” აღნიშნა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა “არჩევანში” დაადასტურა, რომ პარიზში მისი ბოლო ვიზიტის დროს, მას დღევანდელი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ურეკავდა და ეუბნებოდა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისათვის.

banner
წინა სტატიაში“ჰოლიდეინთან” “თავისუფალი ზონის” რამდენიმე აქტივისტი პრემიერის საწინააღმდეგო აქციას მართავს
შემდეგი სტატიაძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველო