“ჰოლიდეინთან” “თავისუფალი ზონის” რამდენიმე აქტივისტი პრემიერის საწინააღმდეგო აქციას მართავს

აქცია

რუსეთში, სპეცოპერაციის შედეგად ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 3 საქართველოს მოქალაქე დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.  როგორც რუსული მედია იტყობინება, დადგენილია, რომ ბრალდებულებს მონაწილეობა 24 დანაშაულებრივ ეპიზოდში აქვთ მიღებული.   "დაკავებულია აფხაზეთში მცხოვრები და წარსულში ნასამართლევი 2 მოქალაქე და კიდევ ერთი ქართველი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე სულ 24 დანაშაულებრივ ეპიზოდში აქვთ მიღებული მონაწილეობა.   ქურდები ოლქის ტერიტორიაზე ბინებში უკანონოდ შედიოდნენ და ძვირფას ნივთებს იპარავდნენ. შემდეგ კი დაჯგუფების წევრები შეღავათიან ფასში აბარებდნენ მათ თანამზრახველებს",-ნათქვამია რუსეთის შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   საქმეზე გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებს.“ჰოლიდეინთან” “თავისუფალი ზონის” რამდენიმე აქტივისტი პრემიერის საწინააღმდეგო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე შემოფარგლული არიან პოლიციის კორდონით. მათ თან აქვთ პლაკატები, “ბიძინა წადი”, “გადადექი მთავრობავ”, სკანდირებენ “წადი, წადი”.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ პოლიციის მიმართულებით გადააგდეს ლეიბი, შეძახილით “იხტუნავე შენს ბატუტზე”.
“თავისუფალი ზონის” წარმომადგენლის, ნინო ქაცარავას განცხადებით, “თავისუფალი ზონა” შეიკრიბა სასტუმროსთან, რადგან საქართველოს პრემეირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრესკონფერენციას მართავს. ქაცარავას თქმით, უნიათო მთავრობას პრესკონფერენციის ჩატარების უფლება არ აქვს.
“21 მარტს ჩვენ წითელი ბარათები ვუჩვენეთ ამ ხელისუფლებას. დღესაც მოვედით აქ, რათა შევახსენოთ მათ, რომ უნიათოები არიან და უნდა გადადგნენ”, – განაცხადა ნინო ქაცარავამ.

2460_b

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა
შემდეგი სტატიაეს არის უპასუხისმგებლო განცხადება-მინდია ჯანელიძე