ევგენი პრიმაკოვი: რუსეთმა ყირიმი და დონბასი უკრაინის ტერიტორიად უნდა აღიაროს

23

ყოფილი საბჭოეთისა და პოსტსაბჭოთა რუსეთის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ევგენი პრიმაკოვი თვლის, რომ რუსეთმა ყირიმი და დონბასის რეგიონი, უკრაინის ტერიტორიად უნდა აღიაროს… წერს რუსულ გამოცემა ,,ვედომოსტი,,

პრიმაკოვის აზრით, მიუხედავად დასავლური მედიის ოპტიმიზნისა, რუსეთს ფერადი რევოლუციები არ ემუქრება… რუსეთის ძირითად პრობლემას, პრიმაკოვი ეკონომიკურ პრობლემებში და ქვეყნის საგანგებო ცენტრალიზაციაში ხედავს.

187329_originalხოლო საგარეოპოლიტიკურ კურსის მიმოხილვისას, პრიმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან არანაირ იზოლაციაზე საუბარი არ უნდა იყოს… ,,მოსკოვმა უნდა განავითაროს ურთიერთობები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მიუხედავად მოქმედი სანქციებისა. რუსეთმა უნდა აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინა უკრაინის შემადგენელ ნაწილად. ყირიმი და სევასტოპოლი არ შეიძლება იყოს ,,დახურდავების მონეტა,, საერთაშორისო მოლაპარაკებებში. რუსეთმა კარი ღიად უნდა დატოვოს აშშ-სა და ნატოსთვის, კაცობრიობის ნამდვილი საფრთხეების საწინააღმდეგოდ… ისეთების როგორიცაა: ტერორიზმი, ნარკოვაჭრობა და კონფლიქტების გაჩაღება. ასეთი თანამშრომლობის გარეშე, რუსეთი, როგორც გავლენიანი სახელმწიფო დაიკარგება,, თვლის ევგენი პრიმაკოვი,.

RUSSIA-MEDVEDEV-PRIMAKOVევგენი პრიმაკოვმა, გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკაც და სიტუაციიდან გამოსასვლელად ხელისუფლებას, რეგიონების ნამდვილი ფედერალიზაციისაკენ და მეტი ეკონომიკური დეცენტრალიზაციისაკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ევგენი პრიმაკოვი იმდენად გავლენიანი პოლიტიკოსია რუსეთში, რომ მის აზრს რუსეთის ხელისუფლების გარდა, დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ყოველთვის ყურადღებით ეკიდებიან.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშინატო-ს საწვრთნელი ცენტრი დაახლოებით შემოდგომაზე გაიხსნება
შემდეგი სტატია17-18 მარტს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 31-ე რაუნდი გაიმართება