გიორგი მარგველაშვილი: მე პატივს ვცემ უკრაინის მთავრობის არჩევანს

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მისი წინამორბედის დანიშვნის შეფასებისას აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობის არჩევანს პატივს სცემს.

“უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ მეგობარ ერზე – უკრაინაზე, რომელსაც დღეს ძალიან მძიმე დღეები უდგას და რომელიც არის ჩვენი მოკავშირე. მე პატივს ვცემ უკრაინის მთავრობის არჩევანს, უკრაინის პრეზიდენტს და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს”,-განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის და ახლადშექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშითბილისი მერია ნიკა მელიას ბრალდებაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამუსულმანებს მოსკოვში პუტინის სახელობის მეჩეთის აშენება უნდათ