მუსულმანებს მოსკოვში პუტინის სახელობის მეჩეთის აშენება უნდათ

avyasovთუ რუსეთში ვლადიმერ პუტინს  მარლთმადიდებლები ფანები მას წმინდანად მიიჩნევდნენ და მისი სახელობის ხატებსაც წერდნენ… მუსულმანები ამ მხრივ რუსეთში კიდევ უფრო შორს წავიდნენ და პუტინის სახელობის მეჩეთის აშენებას ითხოვენ, რადგან სწამთ რომ ის ალაჰის წარგზავნილია.

რუსული სააგენტოს ,,ისლამნიუსის,, ცნობით, რუსეთის მუსულმანურმა სათვისტომომ, მიმართვა გაუგზავნა მოსკოვის მერს სერგეი სობიანინს, რომ მან გამოუყოს ტერიტორია მეჩეთის ასაგებად, რომელიც ვლადიმერ პუტინის სახელობის იქნება. მიმართვის ავტორი რელიგიური საზოგადოება ,,რუსეთის გაერთიანებული ისლამური კონგრესის,, თავმჯდომარე შავკატა-ხაჯი ავიასოვია.  ავიასოვი აცხადებს რომ ,პუტინი ქვეყნის მუსლიმების უადავო ავტორიტეტია. ,,მუსლიმებს მიაჩნიათ, რომ პუტინი ეპოქალური პიროვნებაა… უზენაესის მიერ გამოგზავნილი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში აყვავების ოქროს  ეპოქა მოიტანოს და გადაარჩინოს მსოფლიო დასავლური უღისრი ფაშისტური ჭირისაგან. რუსეთის მუსულმანები კი, არამარტო პუტინის მომხრეები, არამედ მისი მეომრები არიან,,

,,ჩვენ, პატრიოტულად განწყობილი მუსულმანები, მივმართავთ ქვეყნის ხელმძღვანელობას,  მოგვცეს უფლება, რომ ავაშენოთ მოსკოვის ცენტრში ვლადიმერ პუტინის სახელობის მეჩეთი და ამით საუუკეენის მანძილზე უკვდავყოთ მისი სახელი ჩვენი ქვეყნის მრავალეროვანი ხალხის ისტორიაში, ,, აცხადებს რუსეთის მუსლიმური საზოგადოების ლიდერი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მე პატივს ვცემ უკრაინის მთავრობის არჩევანს
შემდეგი სტატიაკოპენჰაგენში სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რომელიც ,,შარლი ებდოს,, უკავშირდება