საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა არჩევანში სასამართლოს რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ლოგიკურია ქვეყანას, რომელსაც სურს ევროპის ნაწილი გახდეს, ევროპის პოლიტიკური წრეებიდან სასამართლოს რეფორმაზე მიღებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
„როდესაც მიმდინარეობს ქვეყენაში რეფორმა, და ევროპელები გაძლევენ რეკომენდაციებს, ბუნებრივია ლოგიკური პასუხია, რომ მადლობა გადავუხადო მათ რეკომენდაციისთვის და თქვათ, რომ ჩვენ ამას უახლოეს მომავალში გავითვალისწინებთ. ევროპელებისგან უნდა მივიღოთ რეკომენდაციები,“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
“კონკრეტულ საქმეებს არ განვიხილავ,”- ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს რუსთვი 2-ის მხარდაჭერისთვის ჯერ დაკავებული შემდეგ კი პატიმრობამისჯილი პირების შესახებ საუბარი.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკა უნდა იყოს ერთგვარი.
“მე კონკრეტულ საქმეებს არ განვიხილავ. ასეთი არის სწორი მიდგომა თვითონ სასამართლოს მიმართ. თუ ჩვენ არ დავინახავთ ერთგვაროვან პრაქტიკას და ამას თავის ლუფტები აქვს მაშინ სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდება. სასამართლო პროცესებში ერთგვაროვან პრაქტიკას უნდა ვხედავდეთ,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.