გიორგი მარგველაშვილი:ეს არის მძიმე რეზოლუცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროსაბჭოს ბოლო სკანდალურ რეზოლუციას აფასებს და მას “მძიმე რეზოლუციას” უწოდებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„ეს არის მძიმე რეზოლუცია. ჩვენ არ უნდა გავექცეთ რეალობას. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო მძიმე რეზოლუცია. ეს ხდება იმ პოლიტიკური სახელმწიფოებრივი კოალიციის მიერ, რომელსაც ჰქვია ევროპა. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური გეზი ნათლად არის ევროპისკენ მიმართული,“ – ამბობს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილის თქმით ევროპელი დეპუტატების კომენტარები უნდა იქნეს აღქმული როგორც მეგობრების შენიშვნები და ის უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი შემდგომი ქმედებების საფუძველი.

margvelashviligiorgi

“რატომ ვერ მიიტანეს ინფორმაცია?”-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციას და ქართველი დეპუტატების მუშაობას. 

პრეზიდენტმა გიგი უგულავას პროცესზეც ისაუბრა და ის თვლის, რომ დეპუტატებმა ევროპელ დიპლომატებთან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიტანა ვერ შეძლეს. 

“ჩემთვის გასაოცარია ქართველმა დეპუტატებმა ევროპელებამდე ვერ მიიტანეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოში ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო.  ჩვენმა სასამართლო სისტემამ ეს გადაწყვეტილება მყისიერად განახორციელა და ეს პროცესი ჩვენთან შედგა. ეს საინტერესო ინფორმაცია იქნებოდა იმიტომ, რომ იქ საუბარია წინასწარი პატიმრობის ვადის ხანგძლივობაზე. ამ ნაწილში კი საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ კი საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება ეს რატომ არ უნდა ცოდნოდათ. რატომ ვერ მოხდა ამ ინფორმაციის მიწოდება?”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა თოქ-შოუ არჩევანში. 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ქართულ ოცნებას იმ ღირებულებებს ახსენებს, რომლითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი:ევროპელებისგან უნდა მივიღოთ რეკომენდაციები