“პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მოწვევა ტრადიციაა, რომელიც ახალ კონსტიტუციურ მოდელშიც უნდა გაგრძელდეს,” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, გააკეთა.
კვერენჩხილაძის განმარტებით, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების მოწვევა კონსტიტუციით არ რეგულირდება, თუმცა ეს არის ინსტიტუციების პატივისცემა.
“პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება იქნება სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი,” – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 31 მარტს წარდგება.