ირაკლი ჩიქოვანისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მისვლა

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ჩიქოვანისთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის მისვლა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მინდია ჯანელიძის პარლამენტში გამოცხადებას ხუთი თვეა ელოდებიან, რათა მისგან მოისნონ, რას აპირებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
“ეს პროცესი რატომ ჭიანურდება არ ვიცი, თუმცა ანალოგიური ინტერესი უნდა გააჩნდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც. დარწმუნებული ვარ, არც მათ გააჩნიათ ეს ინფორმაცია და არც საზოგადოებას. თავდაცვისუნარიანობის ჩაკეტილ კაბინეტში დაგეგმვა არ შეიძლება. ეს ისეთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალის თანამონაწილეობა აუცილებელია”, – აცხადებს ჩიქოვანი.
მინდია ჯანელიძის მოწვევა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასაწრებად მოწვევა ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში თხილის ქარხანა მოინახულა