გიგი გიგიაძე: რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას საქართველოს მიმართ

ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომ შესაძლოა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარდეს ოფიციალურ თბილისში ეხმაურებიან. თბილისში მიაჩნიათ, რომ რუსეთი პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობს ქვეყნის მიმართ და გეგმავენ საერთაშორისო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

“ეს არ არის ახალი საკითხი რაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა გაავრცელა. შესაბამისად ადასტურებს იმ არათანმიმდევრულ და პროვოკაციულ პოლიტიკას რასაც რუსეთი საქართველოს მიმართ აწარმოებს. ეს არის რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის გაგრძელება. ჩენ ამის შესახებ საეერთაშორისო თანამეგობრობას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას,” – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: ეს მოსამართლე ასრულებს დაკვეთას, რომელსაც სხვა მოსამართლე არ შეასრულებდა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა