ამ წუთიდან გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი. ამის შესახებ განცხადება გიორგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააკეტა.
ადვოკატი ბასილაია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს.
„ეს არ არის მხოლოდ გიგი უგულავას გამარჯვება ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე პირის პატიმრობა 9 თვეზე მეტი ვადით ეს არ არის ანტიკონსტიტუციური. – აცხადებს ბექა ბასილაია.