აფხაზების ე.წ. მინისტრი ჟენევის დისკუსიით კმაყოფილი არ არის

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ ჟენევის დისკუსიის მიმდინარე რაუნდზე უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით: «როცა პარტნიორები შენში პარტნიორებს არ ხედავენ ეს ძალიან რთულია. ეს ქართული მხარის პრობლემაა, რომელიც სრულიად არაადექვატურად აფასებს პოლიტიკურ რეალობას. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა » – განაცხადა ჩიკირბამ.
3 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციასთან «აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობა» დაკავშირებით ჩიკირბამ თქვა:
«ბოლო რეზოლუცია, რომელიც საქართველომ მოიტანა გენერალურ ასამბლეაზე პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრისთვის არაფერს გვაძლევს. პირიქით, ის ნევროზულობას და ამბიციებს მატებს ისედაც რთულ დიალოგს და სიტუაციას ართულებს. გარდა ამისა, ის აბსოლუტურად უსარგებლოა. არავინ არსად არ დაბრუნებულა და რა დაბრუნდება. ეს უბრალოდ, წმინდა პოლიტიკური თამაშია. თუკი საქართველო უპირატესობას ანიჭებს თამაშებს რეალურ საქმესთან შედარებით, ეს მისი არჩევანია» – განაცხადა ჩიკირბამ და დაამატა, რომ აფხაზური მხარე დიალოგის გაგრძელებას აპირებს იმის მიუხედავად, როგორი რთულიც არ უნდ აიყოს ის

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: დიქტატორები თავისით არ მიდიან
შემდეგი სტატიაგერმანიაში LGBT პირთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება