სახელმწიფო უწყებების თანხები, რომელიც ”ეფექტურად ვერ დაიხარჯება”, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება

სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელთა ეფექტური ხარჯვა ვერ მოხდება, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ინვესტორებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.
პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის რეგულარულად წარდგენა დაავალა.
ნოდარ ხადურის ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით, იანვრის თვის გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 519 მილიონი უკვე მობილიზებულია.
ფინანსთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სამინისტროები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობას ყოველი თვის დასაწყისში წარუდგენენ.
პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის შესახებ, რომლის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე გუშინ პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ბოლოს იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პარტიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება