“ბიძინა, როგორც ჩანს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ასეთი გაცეცხლებული და გამწარებული ვაზაგაშვილი მე ჯერ არ მინახავს”-ეკა ხვედელიძე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 4, 2015 01:50

“ბიძინა, როგორც ჩანს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ასეთი გაცეცხლებული და გამწარებული ვაზაგაშვილი მე ჯერ არ მინახავს”-ეკა ხვედელიძე

მნიშვნელოვანი

  • ინფორმაციის გადასამოწმებლად ყოფილმა პრემიერმა- სუს-ის უფროსს მირიან მჭედლიშჭვილს დაურეკა, რომელმაც ინფორმაციის გადასამოწმებლად 10-15 წუთი ითხოვა, თუმცა მას ივანიშვილმა ეს დრო არ მისცა და უთხრა, რომ პასუხს ტელეფონზე დაელოდებოდა. ცოტა ხანში გაზეთის ცნობით ვაზაგაშვილის ინფორმაცია დადასტურდა. „ამის შემდეგ ალბათ წარმოგიდგენიათ მკითხველო, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ გამოვიდა წყობილებიდან და ისე განრისხდა, რომ ტელეფონი, რომლითაც სუს-ის უფროსს - მირიან მჭედლიშვილს ესაუბრებოდა იატაკზე დაანარცხა და დაფშვნა

სხვა სტატიები

რაზე ისაუბრა იური ვაზაგაშვილმა ივანიშვილთან აფეთქებამდე რამდენიმე დღისთ ადრე და ვის დაურეკა მან „შუშის სასახლიდან“- ამ თემასთან დაკავშირებით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „100%იან სანდო ინფორმაციას“ აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა ვაზაგაშვილთან მას შემდეგ გადაწყვიტა შეხვედრა, რაც მისმა მეუღლემ- ეკა ხვედელიძემ ტელევიზიით ვაზაგაშვილის პრესკონფერენცია ნახა და მას უთხრა: „ბიძინა, როგორც ჩანს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ასეთი გაცეცხლებული და გამწარებული ვაზაგაშვილი მე ჯერ არ მინახავს“. გაზეთის ინფორმაციით ამის შემდეგ ივანიშვილმა ვაზაგაშვილთან დასაკავშირებლად ზაქარია ქუცნაშვილს დაურეკა. შეხვედრაზე კი ვაზაგაშვილმა ივანიშვილს სქელტანიანი საქაღალდე და იმ ადამიანების სია წარუდგინა, რომელსაც ის შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა და დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. გაზეთის ინფორმაციით ვაზაგაშვილმა ივანიშვილს ისიც უთხრა, თუ ვინ აფარებდა ამ პირებს ხელს ხელისუფლებიდან. როგორც გაზეთი წერს ამ თემაზე კამათის შემდეგ ინფორმაციის გადასამოწმებლად ივანიშვილმა ვაზაგაშვილს ერთი კონკრეტული პირის დასახელება მოსთხოვა, რომელსაც შემდეგ თავად გადაამოწმებდა- მუშაობდა თუ არა ის მაღალ თანამდებობაზე. იური ვაზაგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მალხაზ ჩიკვილაძე დაუსახელა. (მალხაზ ჩიკვილაძე გენ.ინსპექციის ყოფილი უფროსის-ვასილ სანოძის მოადგილე იყო და 2009 წლის 9 აპრილის აქციების დროს ის უშიშროების ცნობილ აივანზე იდგა). გაზეთის ცნობით ინფორმაციის გადასამოწმებლად ყოფილმა პრემიერმა- სუს-ის უფროსს მირიან მჭედლიშჭვილს დაურეკა, რომელმაც ინფორმაციის გადასამოწმებლად 10-15 წუთი ითხოვა, თუმცა მას ივანიშვილმა ეს დრო არ მისცა და უთხრა, რომ პასუხს ტელეფონზე დაელოდებოდა. ცოტა ხანში გაზეთის ცნობით ვაზაგაშვილის ინფორმაცია დადასტურდა. „ამის შემდეგ ალბათ წარმოგიდგენიათ მკითხველო, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ გამოვიდა წყობილებიდან და ისე განრისხდა, რომ ტელეფონი, რომლითაც სუს-ის უფროსს – მირიან მჭედლიშვილს ესაუბრებოდა იატაკზე დაანარცხა და დაფშვნა. მოკლედ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ იური ვაზაგაშვილი არაფერს აჭარბებდა და აღუთქვა- ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენი შვილის მკვლელების საქმე უსწრაფესად გაიხსნას, ყველა დამნაშავე დაისაჯოს და ვინც ამ საქმეშია გარეული – თანამდებობებზე არცერთი არ დარჩება.“-წერს გაზეთი.

წყარო- „ასავალ-დასავალი“.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 4, 2015 01:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics