საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოდან 700 თანამშრომელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება–ამის შესახებ განცხადებას ნინო გიორგობიანი ავრცელებს
თბილისის მასშტაბით სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს 1150 თანამშრომელი, უკვე დანიშნულია 960 თანამშრომელი. პოლიციის კანონთან შეუსაბამობის გამო სააგენტოში ვერ დაინიშნა 80 თანამშრომელი, კონკრეტულად კი შემდეგი მიზეზებით: ნასამართლეობა, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, არიან პიროვნებები რომლებზეც საქმეებია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება, არასრული საშუალო განთლება. დანარჩენ პიროვნებებზეც გრძელდება კადრების სამმართველოში შესწავლა და თუ დააკმაკოფილებენ შსს-ში მიღების წესს და გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, დაინიშნებიან შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოში.
სააგენტოს პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც ყველა მედია საშუალება იქნება მიპატიჟებული.