უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ 8 გემმა დატოვა

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ რვა გემმა დატოვა, – ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„18 სექტემბერს უკრაინის პორტებიდან 169.3 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 10 გემის აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით გასვლა იგეგმებოდა. ნავსადგურები 8 გემმა დატოვა, კიდევ 2 ელოდება თავის რიგს და ხელსაყრელ პირობებს“, – აცხადებენ უწყებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინას, თურქეთს, რუსეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე უკრაინის პორტები, ჯამში 3.7 მილიონი ტონა აგროპროდუქტით დატვირთულმა 165-მა გემმა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის თავდაცვა – რუსეთმა სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები გაახშირა, რათა უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მორალური მდგომარეობა შეარყიოს
შემდეგი სტატიანენსი პელოსი – მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების ასე საჭირო პერსპექტივებს