ოხანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ პანიკასა და სასოწარკვეთილებაშია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ პანიკასა და სასოწარკვეთილებაშია.

მისივე თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა, თუ ვისი ფლანგი უფრო გაძლიერდება.

„ყველამ იცის, რომ ნიკა მელია პარტიის ფორმალური თავმჯდომარეა, ხოლო რეალური თავმჯდომარე მსჯავრდებული – მიხეილ სააკაშვილია. მელიას ფრთა სასოწარკვეთილებაშია, რომ სააკაშვილი ცდილობს, ის ფორმალური თავმჯდომარეობა, რაც მელიას მისცეს, გადაიბაროს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ დაქსაქსვასთან დაკავშირებით საინტერესო სცენარებს ველოდებით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, ვინც ოპონენტებს ანადგურებს და ვინმეს პასუხისგებაში მიცემა უხარია.

„ჩვენი მთავარი ღირებულებაა, ყველა ადამიანს სამართლიანად და იმის ადეკვატურად მიეზღოს, რაც მან ჩაიდინა. ამ მსჯავრდებულის მიმართ სენტიმენტები არ მაქვს, რადგან მან ათიათასობით ადამიანს ცხოვრება გაუმწარა. სააკაშვილმა სისტემური დანაშაულის ხელმძღვანელობა გასწია და ამისთვის პასუხი უნდა აგოს – სასჯელი უნდა მოიხადოს, სამართლიანობა აღდგეს.

მართალი გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიება სამარცხვინოა და არის იმ ასიათასობით ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც უსამართლოდ გააუბედურეს და უკანონოდ ამყოფეს ციხეში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადამიანებს მოკლე მახსოვრობა აქვთ და ჩადენილ უმძიმეს ქმედებებს ამოშლიან, ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

წინა სტატიაშიგახარია “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრობა” პოლიტსაბჭოს სხდომაზე იკრიბება