ზაზა პაპუაშვილი რესპუბლიკელებს “ხალხზე ძალადობაში” ადანაშაულებს

news
: news თებერვალი 23, 2016 18:46

ზაზა პაპუაშვილი რესპუბლიკელებს “ხალხზე ძალადობაში” ადანაშაულებს

მნიშვნელოვანი

  • „ეს სრულ სპექტრს ეხება. ეს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც ეხება, ნაციონალურ მოძრაობასაც ეხება და ყველას, მთელს სპექტრს მოიცავს იმიტომ, რომ ეს სოკოებივით მომრავლებული პარტიები, რომელთაც ზოგს თვითონ არ გაურკვევიათ, რატომ არიან პოლიტიკაში მოსულები და ვერ გამონახეს საკუთარ მოსახლეობასთან ენა, ეს არის ზოგადი კრიტიკა და არა ის, რომ ლურსმანი და ჩაქუჩი ავიღოთ და გავეკიდოთ რესპუბლიკელებს და მთელი ნიაღვარი მისკენ წავიდეს. ეს კრიტიკა, რომ ადამიანები პოლიტიკაში არიან გარკვეული ხნის მანძილზე და მათ, სამწუხაროდ, არა აქვთ ისეთი რეიტინგი მოსახლეობაში, ეს არის ზოგადი ჩემი მიმოხილვა,“ – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

სხვა სტატიები

გოგი თოფაძისა და რესპუბლიკელების დაპირისპირებაში ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ერთვება, რომელიც For.ge-თვის მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკურ პარტიას პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს, რადგან, მისი შეფასებით, ამდენწლიანი პოლიტიკური საქმიანობის მიუხედავად პარტიამ ხალხის სიყვარული და რეიტინგი ვერ მოიპოვა.

„ბევრმა პოლიტიკოსმა საკმაოდ მოაბეზრა ხალს თავი. სიმართლე უნდა ითქვას, შეიძლება, კოალიციაში იყოს პარტია, რომელიც მაინც და მაინც არ სარგებლობს პოპულარულობით. რესპუბლიკელები საზოგადოებაში არ სარგებლობენ ავტორიტეტით. მე არ ვლაპარაკობ, რომ სხვა პარტიები „გლიჯავენ“, მაგრამ ეს რეალობაა. 20–25 წელი რომ ამ პროცესში ხარ, არანაირი ავტორიტეტი ხალხში არ გაქვს, ხალხს არ უნდიხარ, მაგრამ ამის მიუხედავად გამოდიხარ და ატყუებ მათ, არა ბატონო, თქვენ ვერ ხვდებით, მე უნდა გმართოთო, ეს არის ხალხზე ძალადობა,“ – აცხადებს ინტერვიუში ზაზა პაპუაშვილი.

დეპუტატმა ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება კურიერთანაც გაიმეორა და თქვა, რომ ის არაპოპულარულ და ხალხში უნდობლობის მქონე პარტიებში რესპუბლიკელების გარდა ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა პარტიებსაც გულისხმობს.

„ეს სრულ სპექტრს ეხება. ეს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც ეხება, ნაციონალურ მოძრაობასაც ეხება და ყველას, მთელს სპექტრს მოიცავს იმიტომ, რომ ეს სოკოებივით მომრავლებული პარტიები, რომელთაც ზოგს თვითონ არ გაურკვევიათ, რატომ არიან პოლიტიკაში მოსულები და ვერ გამონახეს საკუთარ მოსახლეობასთან ენა, ეს არის ზოგადი კრიტიკა და არა ის, რომ ლურსმანი და ჩაქუჩი ავიღოთ და გავეკიდოთ რესპუბლიკელებს და მთელი ნიაღვარი მისკენ წავიდეს. ეს კრიტიკა, რომ ადამიანები პოლიტიკაში არიან გარკვეული ხნის მანძილზე და მათ, სამწუხაროდ, არა აქვთ ისეთი რეიტინგი მოსახლეობაში, ეს არის ზოგადი ჩემი მიმოხილვა,“ – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

news
: news თებერვალი 23, 2016 18:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,746
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics