„ზაზა მე შენს გვერდში ვარ, მე მინდა მკვლელი დაისაჯოს“ – ლევან დადუნაშვილის მამა ზაზა სარალიძის მხარდასაჭეად მივიდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 1, 2018 23:45

„ზაზა მე შენს გვერდში ვარ, მე მინდა მკვლელი დაისაჯოს“ – ლევან დადუნაშვილის მამა ზაზა სარალიძის მხარდასაჭეად მივიდა

მთავრობა ჩვენს გვერდშია, დავდგეთ და გამოვიძიოთ ჩემო ძმაო, მივცეთ შანსი – ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ გააკეთა. ის პარლამენტის შენობასთან მივიდა და აქციის მონაწილეებს და ზაზა სარალიძეს სიტყვით მიმართა.
“ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ იმ გათითოკაცებულ კაცს, რომლებიც სახლში სხედან და არ გამოჰყავთ თავის შვილები, რომ სწორი გამოძიება წარიმართოს. ზაზა სენ გვერდში ვარ! მთავრობა ჩვენს გვერდშია, დავდგეთ და გამოვიძიოთ ჩემო ძმაო. მივცეთ შანსი, სადაც გინდა, გაწყობს პრეზიდენტთან შევიდეთ ერთად.
მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით მეც არვარკმაყოფილი, მაგრამ ჩემო ზაზა დღეს გამოსავალი არის ეს. თუ კითხვები დარჩება, მე შენს გვერდში ვიქნები,”-განცხადა დადუნაშვილის მამამ.
მისი თქმით, ის ენდობოდა გამოძიებას თუმცა შედეგით კმაყოფილი მაინც არ არის.
დადუნაშვილის გამოსვლას აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა.
“არ ვარ კმაყოფილი ბოლომდე გამოძიებით, ამიტომ თუ კითხვები რჩება უნდა გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელ სახელმწიფოშიც ვცხოვრობთ.
მე ბოლომდე ვენდობოდი გამოძიებას, შენ კითხვებზე პასუხები გასაცემი გაქვს,”-განაცხადა დადუნაშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 1, 2018 23:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics